|
2021-12-08 11:13:06, 630 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ბიზნესის გაძლიერებისთვის
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა იმ ბიზნესების ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება, რომლებიც მსუბუქი მრეწველობის სფეროში საქმიანობენ. უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო პროექტში, ერთ-ერთი კი ეკოლოგიურად სუფთა თოჯინების სახელოსნო „ხელნაკეთი თოჯინები ლილეა“. 2011 წლიდან, კომპანია როგორც ანტიალერგიული მასალისგან დამზადებულ საბავშვო სათამაშოებს, ასევე თოჯინა-სუვენირებს და სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთებს აწარმოებს. პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სუვენირების მაღაზიებში და კომპანიის Facebook გვერდზე. ასევე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, Etsy.com და ebay.com პლატფორმებზე. „ჩვენი მთავარი გამოწვევა ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის პროდუქტის წარმოებაა. პროგრამის ფარგლებში ბიზნეს გეგმის სწორად ჩამოყალიბებასა და წარმოების გაზრდაზე ვმუშაობთ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და განვითარებაში გვეხმარება“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი, ცირა პავლიაშვილი განსაკუთრებული პოპულარობით კომპანიის მიერ წარმოებული თოჯინა-სუვენირები სარგებლობს - სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი თოჯინები, რომლებიც კარგად წარმოაჩენენ ეროვნულ ხასიათს, ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. „მომხმარებელს კონკრეტული ადამიანის ან პერსონაჟის პროტოტიპ თოჯინებსაც ვთავაზობთ, მიმსგავსებული ხასიათით, ტანსაცმლით, ვარცხნილობითა და აქსესუარებით. ასეთი ორიგინალური საჩუქარი უემოციოდ არ ტოვებს არც ერთ ადრესატს. მოხარული ვართ, რომ პროგრამაში მონაწილეობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი პროდუქცია და გავუზიაროთ ეს ემოციები. წარმოების გაზრდა, მეტი ადამიანის დასაქმება, ადგილობრივ ბაზარზე მეტი პროდუქციის განთავსება და ქართული ნაწარმის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია - ეს ის მიზნებია, რომელის მიღწევაშიც „საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთობლივი პროექტი გვეხმარება “, - დასძენს კომპანიის თანადამფუძნებელი. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)