|
2021-12-08 09:39:54, 1120 ნახვა
მსოფლიო
კრემლი – ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად
კრემლი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ–ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართული ვიდეოშეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაიციაში ვკითხულობთ, ჯო ბაიდენთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით. რაც NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად სახიფათო მცდელობებს ახორციელებს. „ამიტომ, რუსეთი სერიოზულად დაინტერესებულია სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომელიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)