|
2021-12-07 23:08:19, 974 ნახვა
მსოფლიო
ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული საფრანგეთში დააკავეს
საფრანგეთში, საუდელი ჟურნალისტის - ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული - შარლ დეგოლი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება. ბრალდებული, რომელიც საფრანგეთში, შარლ დე გალის აეროპორტში დააკავეს, იმ 26 ძებნილთა შორის იყო, რომლებსაც თურქეთის რესპუბლიკა ჟურნალისტის მკვლელობისთვის ჯერ კიდევ ეძებს. ჟურნალისტი, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკასა და ქვეყნის სამეფო ტახტის ახალ მემკვიდრეს ხშირად აკრიტიკებდა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, სტამბოლში გაუჩინარდა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, არსებობს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ მოკლეს და დაანაწერვეს არაბეთის საკონსულოში ჯამალ ხაშოგი. ამ დროისთვის, საუდის არაბეთში, აღნიშნულ საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. მათ მისჯილი აქვთ 20-წლიანი პატიმრობა. სამეფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იმ აგენტებმა მოკლეს, რომლებსაც მისი სამშობლოში დაბრუნება ჰქონდათ დავალებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდაცვლილი ჟურნალისტის მეუღლემ 2020 წელს, საუდის არაბეთის პრინცს ვაშინგტონის სასამართლოში უჩივლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)