|
2021-12-07 09:22:56, 659 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი დღეს. უკრაინის საკითხზე, ვიდეოშეხვედრას გამართავენ
დღეს, 7 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, საუბარი უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე დაძაბულობებს შეეხება. "პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ზარისას, ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის სამხედრო აქტივობების შესახებ უკრაინის საზღვართან და კვლავ დაადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. ჯენ ფსაკის თქმით, შეხვედრისას განხილული იქნება ასევე სხვა საკითხები, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერ უსაფრთხოება და რეგიონული პრობლემები. ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია 100 000-მდე რუსი სამხედროების აქტიურ გადაადგილებაზე ქვეყნის საზღვრის გასწვრივ და მათ რაოდენობრივ ზრდაზე. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, რუსეთის ჩართულობით, 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება და მასში ბიზნესმენი რინატ ახმეტოვიც მონაწილეობს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)