23:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 18:01:08, 623 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - მელიას სუს-ში დაბარება პოლიტიკური წნეხის გაზრდას ემსახურება

დღეს სუსის ფუნქცია არა ქვეყნის დაცვა არამედ ის პოლიტიკური მანიპულაციებია, რასაც ახლა ვხედავთ, რაც შეეხება იმას თუ რა მოხდება ამის პროგნოზი შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, შეიძლება სულმა წასძლიოს და კიდევ ძალის დემონსტირება მოახდინოს. - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა მელიას „სუსში“ გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს.

ბოკერიას თქმით, ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ ძალიან მწვავედ იქნება შეფასებული.

„ეს არ ხდება პირველად, ამ რეჟიმის ტრადიციული მეთოდია ამ ტიპის გამოძიებები. ყველამ იცის, რომ აქ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიტიკური წნეხის და პროპაგანდის სხვადასხვა ფორმით ინსტრუმენტია წლებია ასე უტიფრად "სუსის" გამოყენება, დღეს "სუსის"ფუნქცია არა ქვეყნის დაცვა არამედ ის პოლიტიკური მანიპულაციებია, რასაც ახლა ვხედავთ, რაც შეეხება იმას თუ რა მოხდება ამის პროგნოზი შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, შეიძლება სულმა წასძლიოს და კიდევ ძალის დემონსტირება მოახდინოს. ყველა შემთხვევაში ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ იქნება შეფასებული ძალიან მწვავედ, იმაზე მწვავედ ვიდრე ეს აქამდე მოხდა, როგორც კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური დევნილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ეს იქნება შედეგი.“ - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics