|
2021-12-06 14:41:56, 489 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 122 დევნილ ოჯახს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისსა და ქობულეთში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს (321 ადამიანი) საკუთრებაში გადასცა და დაუკანონა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საერთო სარგებლობის ფართები. შესაბამისი განკარგულება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომამ დაამტკიცა. „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით - სიმბოლურ ფასად გადავეცით ქონება. კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ხუთ ამხანაგობას, რომლებიც შედგება იძულებით გადაადგილებულ პირთაგან, ქობულეთსა და თბილისში, სხვადასხვა რაიონში 1 ლარად გადავცემთ საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართებს იმ კორპუსებში, სადაც ისინი კომპაქტურად არიან ჩასახლებულები", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, ეს არ არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მიიღო. ნათია თურნავას განცხადებით, პერიოდულად ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან დაკავშირებით, იქნებიან ესენი დევნილები თუ სოციალურად დაუცველი პირები და მათთვის სიმბოლურ ფასში, 1 ლარად ხდება ფართების დაკანონება. „ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ამა თუ იმ მისამართზე, მაგრამ დღემდე, სამწუხაროდ, საკუთრებაში არ ჰქონდათ დაკანონებული საცხოვრებელი ფართები. ამ პრობლემას ჩვენ სისტემურად ვაგვარებთ და პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)