|
2021-12-06 11:41:32, 511 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ ინოვაციურ პროექტს - ESG ელჩს იწყებს
ESG ელჩი „თიბისის“ უნიკალური ინიციატივაა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრუქტურების გაძლიერება და ამ მიმართულებით თიბისელების ჩართულობის გაზრდაა. პროექტის მონაწილეები „თიბისის“ ESG ელჩები (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მიმართულებით) გახდებიან, როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ და საკუთარ წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივ სიკეთესა და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში. ამ ინიციატივით, თიბისელები ერთად იზრუნებენ გარემოს დაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს შექმნასა და მომხმარებლების მხარდაჭერაზე. ეს კი საბოლოო ჯამში თიბისის ბიზნესსაქმიანობის ისე წარმართვას შეუწყობს ხელს, რომ ყველა მონაწილემ და დაინტერესებულმა მხარემ სარგებელი მიიღოს. პროექტში ჩართვა ნებისმიერ თიბისელს შეუძლია, რომელიც ინიციატივის მიმართ ინტერესს გამოხატავს და შესაბამის აპლიკაციას შეავსებს. ჟიურის წევრების მიერ ESG ელჩების შერჩევის შემდეგ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ „თიბისის“ მიერ დასახული მიზნების შესრულებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში, მათი ფილიალის, განყოფილების, ქალაქის, რეგიონის ან საქმიანობის ინტერესების გათვალისწინებით. ESG ელჩები გაიღრმავებენ ცოდნას გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სფეროებში და წვლილს შეიტანენ მომხმარებლების, ორგანიზაციისა და საზოგადოების მდგრადობის ხარისხის ამაღლებაში. „როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ. მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვიწყეთ ESG ელჩების სახით, რადგან ამ ღირებულებების კომპანიის მასშტაბით გავრცელება და კულტურაში დანერგვა ESG მიზნების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთო კეთილდღეობის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, კეთილი მიზნების განხორციელებას ბევრი თიბისელი შემოუერთდება და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში ამ ფორმითაც შევიტანთ წვლილს.“ - მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის ESG მიმართულების ხელმძღვანელი. ESG მიმართულება თიბისის სტრატეგიის უმნიშველოვანესი ნაწილია და ის ისეთ თემებს, საკითხებს და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც კომპანიას პირდაპირი თუ ირიბი გავლენა აქვს. „თიბისი“, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. მისი საქმიანობის პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენით „თიბისი“ ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი პროფესიების წარმოქმნას, ტექნოლოგიებში განათლების ხელმისაწვდომობას, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების პოპულარიზაციას, ინოვაციური ორგანიზაციული პროცესებისა და პროდუქტების დანერგვას, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სხვა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)