23:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 17:12:50, 611 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე: იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს პროცესი გაგრძელდა

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედგაცრუებულია იმით, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს სხვა პრიორიტეტებზე ჰქონდა სამუშაო. 

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება, რასაც თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც თანხმდებოდნენ. 

„იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი სხვა პრიორიტეტი, რომელზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ არ ჩქარობს, რომ შეივსოს, მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში, შესაბამისად ეს რთული ასახსნელია. ასევე გასათვალისიწნებელია, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატი უვადოდ დანიშნა. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics