06:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-04 14:56:05, 835 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის უზენაემა სასამართლომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბოლსონარუს განცხადებაზე ​გამოძიება დაიწყო

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო.

სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლირების დროს გაკეთებული ყალბი განცხადების გამო ბოლსონარუს Facebook-სა და Youtube-ზე დროებით წვდომაც შეუზღუდეს.

პრეზიდენტი ბოლსონარო ხშირად აყენებს ეჭვს ვაქცინების ეფექტურობას. რომელიც მტკიცებდა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინამ შეიძლება გაზარდოს შიდსით დაინფიცირების შანსი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრ დე მორაესმა თქვა, რომ ბოლსონარუმ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის მასობრივად გავრცელების მეთოდები გამოიყენა, რაც შემდგომ გამოძიებას მოითხოვს.

დე მორაესმა ბრაზილიის მთავარ პროკურორს დაავალა, დაედგინა დაკავშირებულია თუ არა პრეზიდენტის კომენტარები მის მხარდამჭერებთან, რომელთა მიმართაც ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ყალბი ამბების შექმნის საქმეზე.

ბატონი ბოლსონარო ამტკიცებს, რომ ის "აბსოლუტურად არაფერშია დამნაშავე".

გამოძიების ფარგლებში დაკავებულ პრეზიდენტის რამდენიმე მოკავშირე დააკავეს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბოლსონარუ არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს, რამაც მისი პოპულარობა შეამცირა. ოქტომბერში ბრაზილიელმა სენატორებმა პანდემიის დროს ბოლსონარუს არასათანადო ქმედებების გამო მისთვის ბრალის წარდგენაც კი მოითხოვეს. სენატის სპეციალურმა საგამოძიებო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშს, რომელშიც ბრალის წარდგენაზეა საუბარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics