13:08 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 17:09:18, 568 ნახვა

საზოგადოება
ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე სხდომაზე, ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს

გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე სხდომა გაიმართა.

მათივე ცნობით, სხდომის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს.  აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის აქტიურ წარმოჩენას და პოზიციონირებას ევროპის საბჭოს სტრუქტურებში, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას.

„გარემოს დაცვის სფეროში ბერნის კონვენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. კონვენციის დანერგვისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისათვის, საქართველოში ზურმუხტის ქსელი შეიქმნა და მისი განვითარება მიმდინარეობს.

2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ზურმუხტის ქსელი 66 ტერიტორიისგან შედგება და მისი ფართობი 1 307 501 ჰექტარს შეადგენს. ამ ეტაპზე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება მიმდინარეობს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics