|
2021-12-03 14:23:52, 430 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძე დღეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერის თქმით, სამუშაოების შეფერხება კონტრაქტორი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ და მეტროსადგურის ბაქნის უვარგისობამ გამოიწვია. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, აქ იყო ორი დიდი პრობლემა: კომპანიის პრობლემა, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისად, ეს კომპანია იქნა გაშვებული და შავ სიაში შეყვანილი. მეორე პრობლემა იყო ბაქნის უვარგისობა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და საჭირო გახდა ახალი პროექტის განხორციელება. უკვე დაწყებულია რეაბილიტაცია, ახალი ბაქნის პროექტის შექმნა. ეს იყო ერთადერთი სადგური გადახურვის გარეშე, დღეს უკვე მომზადებულია კონსტრუქციები, ესეც გადახურული სადგური იქნება და დაახლოებით, შვიდი თქვე დასჭირდება სამუშაოების მთლიანად დამთავრებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან - შპს „მამისონთან“. რომელმაც ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ჩაატაროს ბაქნის დამატებითი კვლევა; კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ბაქნის ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტა და პროექტი; განახლებული პროექტის მიხედვით განახორციელოს ბაქნის კონსტრუქციული ელემენტების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი; დაასრულოს მეტროსადგურზე დარჩენილი სარემონტო სამუშაოები. სახელშეკრულებო ზღვრული თანხა შეადგენს დაახლოებით 4,7 მლნ ლარს, რომელიც პროექტირების დასრულების შემდეგ შესაძლოა დაკორექტირდეს. მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება და კომპანიას დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქციები. მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №169.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)