|
2021-12-02 22:53:28, 1461 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღეს
ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღეს. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტში მოხვდა 17 ფიზიკური და 11 იურიდიული პირი. მათ შორის მოხვდნენ ბელარუსის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსნები, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, ასევე ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები, ასევე „ბელარუსნეფტი“. სანქციები გულისხმობს ჩამოთვლილი პირებისა და კომპანიების ყველა აქტივების დაყადაღებას, ხოლო ევროპულ კომპანიებს და ევროკავშირის მოქალაქეებს ეკრძალებათ ე.წ. შავი სიის ფიგურანტებთან თანამშრომლობა. ამას გარდა, სანქციების პაკეტში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასვლა. აშშ-მა ე.წ. შავ სიაში შეიყვანა ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილი დმიტრი. ასევე სანქციები დაუწესდა „ბელარუსის კალიუმის კომპანიას“, „ტრანსვიაექსპორტს“ და სხვებს. ვაშინგტონმა სულ სანქციები დაუწესა 20 ფიზიკურ დ 12 იურიდიულ პირს. ამასთან ვაშინგტონის სანქციები ეხება ბელარუსის სუვერენულ ვალსაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)