|
2021-12-02 10:26:22, 1065 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს რუსეთის დასატოვებლად ვადას 31 იანვრამდე აძლევს
რუსეთი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც ოფიციალური მისიით უკვე სამ წელზე მეტია იმყოფებიან ქვეყანაში, ქვეყნის დასატოვებლად ვადას 2022 წლის 31 იანვრამდე აძლევს. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ აღნიშნული საპასუხო ნაბიჯია რუსეთის მხრიდან აშშ-ის მისამართით, რომელმაც მიიღო გადაწყეტილება რუსი დიპლომატების ქვეყანაში ყოფნის ვადებთან დაკავშირებით. „როიტერი“ წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც გასულ კვირას აშშ-ში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ 27 რუსი დიპლომატი და მათი ოჯახი გააძევეს ქვეყნიდან და მათ აშშ-ის დატოვების ვადა 2022 წლის 30 იანვრმდე მისცეს. „ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი პასუხიხს გაცემას. აშშ-ის თანამშრომლებმა, რომლებიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მოსკოვში, რუსეთი 31 იანვრამდე უნდა დატოვონ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)