|
2021-11-30 17:41:20, 1012 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ 12 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები დააკავა. - აღნიშნულის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“. აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განისაზღვრა. ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს კომპანიის ფილიალები, რომელთა წარმომადგენლებიც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია. მათივე განმარტებით, მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე, თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა. რეალურად, ბრალდებულებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან არანაირი სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ და მოქალაქეთა მიერ შეტანილ ფულად თანხას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ. 4 წლის განმავლობაში - 2014-2018 წლებში, დაახლოებით 3000-მდე მოქალაქის მიერ კომპანიის ანაგარიშებზე სავაჭროდ შეტანილმა თანხამ შეადგინა - 27 533 986 ლარი, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ - 12 730 434 ლარს. „ბრალდებულებმა, მიღებული უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ფულადი თანხა მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიის ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც დივიდენდის და ხელფასის სახით გაიტანეს. დაკავებულებს ბრალდება - თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - განმარტავს უწყება. სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. „ვინაიდან ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი თაღლითური სქემებით მოქალაქეთა ქონებრივი დაზიანების ფაქტები, საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყველას, მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველი შემთხვევისთანავე მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)