|
2021-11-30 16:52:12, 833 ნახვა
ეკონომიკა
ლევან კარანაძე EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ლევან კარანაძის მეორე ვადით არჩევას ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა (41 ქვეყანა) ერთხმად დაუჭირეს მხარი. საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე გერმანიის საავიაციო ხელისუფლების პირველი პირი, იოჰან ფრიდრიხ ქოლსმანი იქნა არჩეული. ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ასევე დაიკავებს ავსტრიის საავიაციო ხელისუფლების ხელმძღვანელი ელისაბეთ ლენდრიჰტერი. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭო წარმოადგენს უწყების მმართველ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს EUROCONTROL-ის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის აღსრულებას. საბჭოს წევრები არიან ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირები. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად პირველი ვადით 2019 წელს აირჩიეს. 25 ნოემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, ლევან კარანაძე აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას მომავალი ორი წლის ვადით გააგრძელებს. საბჭოს რიგით 56-ე სესიის ფარგლებში, ლევან კარანაძემ შეხვედრები გამართა EUROCONTROL-ის გენერალურ დირექტორთან და ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტთან. სამოქალაქო ავიაციის საერთაშირისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მხრივ არსებული დინამიკა და ტენდენციები, ასევე დარგის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ICAO-ს, EUROCONTROL-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში, რეგიონალურ პროექტებსა თუ ღონისძიებებში. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) არის საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის კუთხით. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL-ი ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, უფრო ეკონომიური, გარემოსადმი კეთილსასურველი და ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებაზე. საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)