14:20 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 14:45:33, 631 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანულ გამოცემებში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს წამყვანი ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტები სტუმრობენ. Daily Mail-ის, The Travel Magazine-ის, Trip Reporter-ისა და The Cultural Voyager-ის ჟურნალისტები აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს ამზადებენ.

ჟურნალისტებმა ძველი ბათუმი, ბულვარი და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ნობელებისა და ხარიტონ ახლვედიანის მუზეუმები, ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრასა და გონიოს ციხეები, ქედის ტურისტული პროდუქტები მოინახულეს და ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შემდეგ ჟურნალისტები ქუთაისსა და თბილისს სტუმრობდნენ. რეიტინგულ ბრიტანულ გამოცემებში  აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ 10-მდე სტატია გამოქვეყნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ამჯერად, ბათუმი და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტები ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორებიცაა Daily Mail,  The Travel Magazine და სხვა ბრიტანული გამოცემები. აჭარაში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობის შესახებ 10-მდე სტატია გამოქვეყნდება ბრიტანულ გამოცემებში, რომელთაც მილიონობით მკითხველი ჰყავთ. ამით კიდევ ერთხელ ვახსენებთ თავს ჩვენს პოტენციურ ტურისტებს, რომ აღმოაჩინონ აჭარა, საქართველო და მიუხედავად პანდემიისა იმოგზაურონ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics