18:57 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 09:58:00, 1171 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ ვარიანტი არის შეშფოთების, თუმცა არა პანიკის მიზეზი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ ვარიანტი არის შეშფოთების, თუმცა არა პანიკის მიზეზი.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ადრე თუ გვიან აშშ-ში გამოვლინდება კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი.

„ადრე თუ გვიან ჩვენ ვიხილავთ ახალი ვარიანტის შემთხვევებს აქ, შეერთებულ შტატებში. გთხოვთ, ატარეთ პირბადეები, როდესაც დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ადგილებში სხვა ადამინების მახლობლად იმყოფებით“, – განაცხადა ბაიდენმა. 

ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ე.წ ლოქდაუნის საჭიროება არ დგას, იმ შემთხვევაში თუ, ხალხი აიცრება და ატარებენ პირბადეებს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა მოსახლეობას, ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics