03:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 14:17:59, 681 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მე გავხდი პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც საპატიმროშია?! - ეს ყველაზე დიდი სირცხვილია

მე გავხდი პირველი საქართველოს მმართველი ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა საპატიმროში?! ეს არის სირცხვილი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მსოფლიო გაოგნებულია, რომ ის სასამართლოს შუშიდან მიმართავს საზოგადოებას, იმის ნაცვლად, რომ  მის აშენებულ ქვეყანაში შეეძლოს სიარული.

„მე გავხდი პირველი საქართველოს მმართველი ლუარსაბ მეფეს შემდეგ, 400 წლის შემდეგ მოხდა ეს ამბავი, რომელიც მოხვდა პატიმრობაში?! ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს, ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რაც ჩვენ მოგვიწყვეს. მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან, ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია, მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე ამ შუშის იქიდან უნდა მოგმართავდეთ, იმის მაგივრად, რომ ჩემ აშენებულ ქვეყანაში შემეძლოს თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics