18:57 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 11:15:22, 1157 ნახვა

მსოფლიო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ვაქცინაციის ახალი ცენტრის მუშაობას გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან არსებული საზაფხულო სამედიცინო კარავი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება მიმდინარეობდა ზამთრისთვის შესაბამისად მოწყობილი სამედიცინო კონტეინერით ჩანაცვლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამედიცინო პუნქტში ტესტირებასთან ერთად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც შესაძლებელია.

ცენტრის მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან ვაქცინაციზაციისა და ტესტირების პუნქტის განთავსება ჯანდაცვის სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics