15:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 16:30:41, 753 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში   საცხოვრებლის მფლობელი კიდევ  600 დევნილი ოჯახი გახდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ გადასცეს.

"დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. კორპუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დევნილებისთვის საერთაშორისო სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, ჯამში,  1400-მდე ოჯახი განსახლდა და შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა საცხოვრებელი 89 ნგრევადი შენობა დაიხურა.

2013 წლიდან დღემდე კი, საქართველოს მასშტაბით, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა", – ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics