|
2021-11-27 15:13:34, 1212 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა პირველად, რუსული ავიაკომპანია Skol-ი „შავ სიაში“ შეიყვანა
ევროკავშირმა პირველად, რუსული ავიაკომპანია Skol "შავ სიაში" შეიყვანა, – აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. რუსული ავიაკომპანია "საერთაშორისო სტანდარტე დაცვის შესაძლებლობაზე შეშფოთების გამო". "სკოლი" გახდა პირველი რუსული ავიაკომპანია სიაში, რომელშიც სულ 97 კომპანიაა ჩართული, მათი უმეტესობა რეგისტრირებულია აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. აღნიშნული ავიაკომპანია 2000 წელს დააარსდა და მისი ფლოტი ძირითადად ვერტმფრენებისგან შედგება, რომლებიც დაფრინავენ დასავლეთ ციმბირში ნავთობისა და გაზის კომპანიების სასარგებლოდ. 2021 წლის ივნისში ავიაკომპანიის თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენები კალინინგრადი – მინსკის მიმართულებით. მიმდინარე წლის აგვისტოში, FTS-მა შეიტანა სარჩელი კომპანია "სკოლას" გაკოტრების შესახებ, მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს 193 მილიონი რუბლის ვალის გადახდის შესახებ. 2020 წლის ოქტომბერსში მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვეტილება გადამზიდისგან 477 მილიონი რუბლის შეგროვების შესახებ სატრანსპორტო საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დავალიანების სანაცვლოდ. მიმდინარე წლის ივნისში საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ კომპანიას 35 თვითმფრინავით სარგებლობა აუკრძალა იჯარის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)