04:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 22:02:48, 1347 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - ნატოში რუსეთ-უკრაინის საკითხს განიხილავენ, ვსაუბრობთ საქართველოზეც

ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი მინისტერიალის წინა კონფერენციაზე ამბობს, რომ მომავალ კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრები ნატოს წევრი ქვეყნებიდან, განიხილავენ რუსეთის მხრიდან უკრაინის ირგვლივ მზარდ სამხედრო ძალების მობილიზებას.

"ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როცა რუსეთმა რეგიონში დიდი და უჩვეულო სამხედრო ძალების კონცენტრაცია მოახდინა, რაც მოიცავს მძიმე ტექნიკას - ტანკებს, არტილერიას, დრონებს, ჯავშანტექნიკას, ელექტრონულ საბრძოლო საშუალებებს,

სამხედრო ძალების მატება არაფრით განპირობებული და აუხსნელია, ზრდის დაძაბულობას, რუსეთმა უნდა აჩვენოს გამჭირვალობა, შეამციროს დაძაბულობა და სიტუაციის დეესკალაცია," - ამბობს სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი თავის გამოსვლაში ახსენებს საქართველოსაც და ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა ფრიად ღირებული ქვეყნებია, რომლებიც ნატოში შესვლისთვის ისწრაფვიან.

"ჩვენ, ასევე, განვიხილავთ სიტუაციას საქართველოსა და უკრაინაში. ისინი არიან ახლო და ძალიან მაღალი ფასეულობის მქონე ქვეყნები, რომლებიც ნატოს პარტნიორობისკენ ისწრაფვიან. ნატო მათ მხარს უჭერს, როგორც პოლიტიკურად ისე პრაქტიკულად," - ამბობს სტოლტენბერგი

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics