|
2021-11-26 10:24:57, 799 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის“ მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
„ლიბერთის“ მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" წევრებთან აქტუალურ საკითხებზე შეხვედრები გრძელდება. ქუთაისის 60+ კლუბის წარმომადგენლებისთვის, „ლიბერთის“ მიერ მოწყობილ ახალ სამზარეულო სივრცეში, კულინარიული მასტერკლასი ჩაატარა ცნობილმა შეფმა და რესტორატორმა ქეთი ბაქრაძემ. 60+ კლუბის წევრებს, კოვიდ-19 პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა მაია რუხაძე. შეხვედრას შეუერთდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიერქტორის მოადგილე პაატა იმნაძე და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე. უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ლიბერთი არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივა „60+ კლუბები" , რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის" არის მუნიციპალური სერვისი, წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი ასაკის ადამინებისთვის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. „ლიბერთის“ სტრატეგიისა და ღირებულებების ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ზრუნვა, მათთან მარტივი ურთიერთობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)