15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 13:45:23, 547 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე - „დემოკრატიის ვარიაციების” კვლევის ინდიკატორები იმ რეფორმების ლოგიკური შედეგია, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა

საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ.) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო  ხუთეულში მოხვდა. ამის შესახებ ანგარიში ავტორიტეტულმა  კვლევითმა ცენტრმა „დემოკრატიის ვარიაციებმა" გამოაქვეყნა. 

„დემოკრატიის ვარიაციების" კვლევა დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოს პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგია:​

„ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევის მიერ გამოქვეყნდა მორიგი ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე. ანგარიშში მიმოხილულია ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, მათ შორის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით. ეს შეეხება წამებისაგან თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, სხვა ფუნდამენტური უფლებების ძალიან მაღალი დაცვის სტანდარტის დამკვიდრებას. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ინდიკატორები წარმოადგენს ლოგიკურ შედეგს იმ რეფორმებისა, რაც ჩვენს ქვეყანაში  განხორციელდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, აგრეთვე, საგულისხმოა, რომ არა მარტო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, არამედ ამ რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებათაც". 

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მუშაობა ამ საკითხებზე გაგრძელდება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, კვლავ მიაღწიოს წარმატებას საერთაშორისო რეიტინგებში. 

„დემოკრატიის ვარიაციების" კვლევა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც  მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები" ეფუძნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics