15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 13:16:43, 528 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მიერ მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

„დღეს სამგორის რაიონში 30 ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ეს არის დაკანონების პროგრამა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ 2017 წლიდან, როდესაც არჩევნები მოვიგეთ. უკვე 2500-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგია. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს და პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ამხელა სიხარულს ვხედავ მათ სახეზე. ასევე, მინდა, მივმართო ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს: აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში წარსადგენ საბუთებთან დაკავშირებით, რათა მთავრობის სხდომაზე მოხდეს დამტკიცება და საცხოვრებელი ფართების გადმოცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა უკვე დაკმაყოფილებული განცხადებებისა, თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მოწმობების გადაცემის ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სარდიონ ბურდულაძე იმყოფებოდნენ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics