06:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 12:31:54, 781 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე პარლამენტში მოგვიწვიეს, რაზეც უარი ვთქვით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესის დასაკვირვებლად ჩვენ მიგვიწვიეს, დავაკვირდეთ დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებს პარლამენტში, რაზეც უარი ვთქვით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„ჩვენ მიგვიწვიეს, დავაკვირდეთ დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებს პარლამენტში, რაზეც უარი ვთქვით მარტივი მიზეზით, რადგან ეს კვლავ არის ნაწილი იმ პროცესისა, რაზეც ვსაუბრობთ აპრილის შემდეგ და ივლისში, სადაც ჩვენ გვაქვს შეშფოთება უპირველეს ყოვლისა იმ ფაქტის გამო, რომ ის არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და პირობებს, რომლებიც დაწესებულია ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის. როგორც ვიცით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება სრულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს", - განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics