|
2021-11-24 18:18:39, 586 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური ოპერაციების ძალებმა 22 წლის იუბილე აღნიშნა
მუხროვანში, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 22 წლის იუბილე აღინიშნა. – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და იუბილე მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალები არის ის სამაგალითო შენაერთი, რომელიც ეამაყება და ეიმედება ჩვენს ქვეყანას. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური ოპერაციების ძალების პროფესიონალიზმი და განვითარებისკენ სწრაფვა. მან სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების საქმეში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - აშშ-სა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. „სამხედროები იუბილეზე საშტატო იარაღითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. ამერიკელ და ქართველ სამხედროებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე სტუმრებმა სპეცდანიშნულების ძალების საბრძოლო ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს, მათ შორის იყო სსსტც "დელტას" მიერ წარმოებული უახლესი განტვირთვისა და ჯავშანდაცვის მოდულური სისტემა, თანამედროვე ტაქტიკური ჩაფხუტი და მოდერნიზებული ავტომატური შაშხანები. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. სამხედროებმა რეიდის ოპერაციისას საბრძოლო ვაზნებით, ყუმბარმტყორცნით და სნაიპერული გასროლით, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება და დაჭრილების ევაკუაცია განახორციელეს. საქართველოს თავდაცვის სპეციალური ძალების „ოპერაციების ძალების და აშშ-ის არმიის ოპერატიული დანაყოფის ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.” - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)