15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 17:00:26, 728 ნახვა

საზოგადოება
გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

გლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს. უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკო უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ციხის საკანში ნახა.

გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატის ჯაბა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მას ციხის ადმინისტრაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებს და პატიმრის ცხედრის დათვალიერების პროცედურაზე არ ასწრებს.

ამასთანავე, ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პატიმარი ბოლო პერიოდში, სამარტოო საკანში გადაყვანას ითხოვდა.

„ციხის ადმინისტრაცია მე არაფერს მეუბნება, უბრალოდ, არ მიშვენებენ. მე დღეს მოვედი აქ ციხეში, ვნახე სულ სხვა პატიმარი. იქიდან გამოსულს მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახური და მეუბნება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა, პროზექტურიდან ვინ წაიყვანსო?! მე კატეგორიულად ვითხოვე ჩემთვის მოეცათ ნება, რომ შევსულიყავი და დათვალიერებას დავსწრებოდი, ახლა მიმდინარეობს ცხედრის დათვალიერება. დიდი ჩხუბის შემდეგ, რომ ავუხსენი, რომ მაქვს ამის უფლება, მითხრა, რომ თუ შემოხვალ, მე დაგასწრებო. ორდერი მაქვს და არ მიშვებენ შიგნით, რაღაც შინაგანაწესიაო. იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ პატიმარს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს და არ მიშვებენ, რომ დავესწრო, ვნახო რა მდგომარეობაშია ახლა. ბოლოს, როცა მე ვნახე ეგორი, მან მითხრა, რომ თუ არის შესაძლებელი სამარტოო საკანში გადასვლა", – განაცხადა გარდაცვლილი პეტიმრის ადვოკატმა "ტვ პირველთან" საუბრისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics