15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 12:57:44, 516 ნახვა

საზოგადოება
გორში, ზუღდულეთის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით ავტობანის გადაკეტვას ცდილობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუღდულეთში მცხოვრები მოსახლეობა ცენტრალურური ავტობანის გადაკეტვას ცდილობს.

მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს და ითხოვს, რომ აღნიშნულ პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთონ. აქტივისტები აღნიშნავენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მიწები სოფელს არ დაუბრუნდება.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს შეუქმნეს ბარიერები, რათა მათ ავტობანზე გადასვლა ვერ შეძლონ.

ცნობისთვის, სოფელ ზუღდულეთში ხმაური 20 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მიწის მეპატრონემ ფართობის დამუშავება დაიწყო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გაყიდული ტერიტორია სოფლის საძოვარია და მეპატრონეს მისი დამუშავების უფლება არ აქვს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics