|
2021-11-23 17:41:39, 1478 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 26 ნოემბერს შეხვედრას გამართავენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26 ნოემბერს შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. კრემლის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართება. კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრით და 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული შეთანხმებების შესრულების, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების განხილვა. მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა-განვითარებას. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის ცალკე საუბარი ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)