18:57 - 07 Jul, 2026
|
2021-11-23 10:51:35, 1363 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის პრესმდივანზე, ჯენ ფსაკიზე დაყრდნობით ავრცელებს. „დიახ, აპირებს. ეს მისი განზრახვაა,“- განაცხადა პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბარში. სააგენტო წერს, რომ 79 წლის ჯო ბაიდენის რეიტინგი ბოლო თვეების განმავლობაში შემცირებულია, რის გამოც, ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა ოთხწლიანი ვადით აღარ იყაროს კენჭი. ამასთანავე, დემოკრატიული პარტიის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ მიმდინარე თვის დასაწყისში ვირჯინიის შტატში არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებისა და ნიუ ჯერსიში დემოკრატების მცირე უპირატესობის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)