07:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 12:32:59, 990 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შვილის მოსანახულებლად მივიდა.

როგორც გიული ალასანია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს.

„არაფერი არ ვიცი, გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს, სამუშაო საათები დასრულებულიაო და ახლა ვცდილობ შევიდე. ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ჩემ ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, - აცხადებს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics