|
2021-11-21 11:48:24, 771 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შეიმუშავა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შეიმუშავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის წარდგენის ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, პანელური დისკუსია პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაიმართა. მათი განმარტებით, ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ქვეყანაში არსებული პლასტმასის ნარჩენების შემგროვებელი და გადამმუშავებელი კომპანიების გამოფენა. „ჩვენმა სამინისტრომ, უკანასკნელ წლებში, ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა და უზრუნველყოს პლასტმასის პროდუქტების მდგრადი და უსაფრთხო მოხმარება და წარმოება. დოკუმენტი მოიცავს 10-წლიან სტრატეგიას და 5-წლიან სამოქმედო გეგმას, რომლებშიც წარმოდგენილია კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს პლასტმასის მართვის სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვა, სადაც პრიორიტეტი პლასტმასის პრევენციას, ხელახლა გამოყენებასა და გადამუშავებას ენიჭება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა (2016-2030) და ეროვნული სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. „პლასტიკის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს პლასტიკის მართვის მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებს, რომელთა შესრულებაც პლასტმასის ნარჩენების პრევენციას შეუწყობს ხელს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი და CENN აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)