09:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 22:42:33, 792 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტას დათანხმდა და წერილი გაავრცელა, რომელშიც ყველას, ექიმებს, სახალხო დამცველს, ინსპექტორის სამსახურს, მედიას, საზოგადოებას და მის გამო მოშიმშილე პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

"მე, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაიგნებული ვარ თქვენი გვერდში დგომით. თქვენ, რომელსაც ამდენი პრობლემა გაქვთ, მთლიანად გადადეთ და დაკავდით ჩემით. მინდა ბოდიში მოგიხადოთ, უნებლიედ მუყენებული სტრესით, რომელიც მიადგა ჩემი მასმედიაში გაშუქებით. 
მადლობა ელენე ხოშტარიას თანადგომისთვის, პაატა ბუჭულაძესა და ყველა დეპუტატებს. ასევე მადლობა მოქალაქეებს თანადგომისთვის სიცივეში დგომისთვის და ოეტიციებზე ხელის მოწერისთვის. მადლობა ქართველ ექიმებს რომლებმაც უმაღლესი კავილოფკაცია გამოიჩინეს. მადლობა ოჯახის წევრებს და ბაბოდიში მიყენებული სტრესისტვის. მადლობა საერთაშორის მხარდამჭერებს და წარმოადგენლებს. განსაკუთრებული მადლობა ნინო ლომჯაროას და მის გუნდს. ასევე უკრიანის ომბიდსმენს და უკრაინელ ხალხს. მადლობა კონსილიუმის თითოეულ წევრს- თქვენ მე გადამევინეთ სიკვიდლს და მადლობა პირადი ქართულ თავისუფალ მედიას. 
მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერ აშენებული ავტობანით და იქ მოხვედრასთანავე შევწყვიტო შიმშილობა. მაგრამ არ ვაპირებ შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუწბით. მე მზად ვარ წავრსდგე სასამართლოს წინაშე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ქვეყანა უნდა გავაგავისუფლოთ და მეც ჩავერთვები ქვეყნის განვითარების პროცესში. ახლა, მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შეუშინდეთ არც ზამთარს და არც რეჟიმის მუქარას - მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბილოს რას ვითხივთ, რასაც არ ვიმსახურებთ?! როგორც არასდროს ისე მჯერა გამარჯვების და მჯერა რომ ახლა გამარჯვების დროა. არცერთი დაკარგული წამი, არცერთი ნაბიჯი უკან" - წერს მიხეილ სააკაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics