10:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 14:35:58, 760 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, ექიმის თქმით, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია

დაახლოებით საათანახევრიანი ლოდინის შემდეგ, მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, - ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთავის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს.

ადვოკატის თქმით, ის ესაუბრა სამკურნალო დაწესებულების დირექტორს, რომელმაც განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. 

"მსურდა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. განიმარტეს, რომ მას ეძინა. რომ გაიღვიძებდა შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ, თუმცა დაახლოებით საათნახევრიანი ლოდინის შემდგ, მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, სადაც დაიშვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ.

ამის შემდეგ მოვითხოვე დაკავშირება შესაბამის პირთან, იქნებოდა ეს მთავარი ექიმი, თუ დაწესებულების დირექტორი, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვესაუბრე მე-18 დაწესებულების მთავარ ექიმს ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, ამჟამად მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი ჯერჯერობით არ არის მოსული.

ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა მათი განმარტებით არ არსებობს, თუმცა ელოდებიან კვლევების შედეგებს და ასევე განმიცხადა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა იქნება მომდევნო ნაბიჯები მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის გადაყვანასთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics