18:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 11:57:29, 503 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის ნოზემატოზის კვლევის მეთოდი დაინერგა

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ფუტკრის ნოზემატოზის (ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae) კვლევა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae წარმოადგენენ მიკროსპორიდულ პარაზიტებს, რომლებიც ახლახან კლასიფიცირდა როგორც სოკოები. ორივე სახეობა იწვევს ნოზემა სოკოვან დაავადებას Apis mellifera. დაავადებულ ფუტკარში, შესაძლებელია, ერთდროულად, ორივე ინფექცია ფიქსირდებოდეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადების დიაგნოსტიკა მყისიერი პოლიმერაზული  ჯაჭვური რეაქციით (PCR) ხორციელფება.

ლაბორატორიული ტესტის პრინციპი დაფუძნებულია ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae დნმ შემცველი გენომის მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე, რომელიც იძლევა საშუალებას, მოხდეს დიფერენცირება ნოზემა Apis და ასევე ნოზემა Ceranae მულტიფლექს RT-PCR სადიაგნოსტიკო ნაკრების საშუალებით.

აღნიშნული კვლევის მეთოდის დანერგვა მეფუტკრეებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღონ  სრულყოფილი ინფორმაცია დაავადების შესახებ.

საჭიროა, მეფუტკრემ დაავადების ადრეულ სტადიაზე მიმართოს ლაბორატორიას.

დროული დიაგნოსტიკა ზარალის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics