|
2021-11-19 04:09:16, 547 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო - პაციენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც იქნებ მისთვის აუცილებელი
"ვიყავი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობას გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები, რომლის სტაბილიზაიცას მალევე მოხერხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც იქნებ მისთვის აუცილებელი. „კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება, თუ გახდება მისი გადაყვანა საჭირო, ეს გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ. აქამდე ჩატარებული კონსილიუმები მიძღვნილი იყო სამედიცინო დაწესებულების ერთგვარი აუდიტისადმი, თუ რამდენად შეეძლო ამ სამედიცინო დაწესებულებას პოტენციურად ასეთ პაციენტის მართვა. დღევანდელი კონსულტაციები, რომლიდანაც ერთ-ერთი ნევროლოგიური უკვე დასრულდა, მიძღვნილია კონკრეტულად იმ მდგომარეობისათვის, რაც განვითარდა საღამოს საათების განმავლობაში ამისთვის რა კვლევები და კონსულტაციები არის საჭირო, ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, უახლოესი საათების განმავლობაში. თუკი ეს კვლევები, რასაც დანიშნავენ კონსულტანტები, შესაძლებელი იქნება ჩატარდეს ადგილზე, ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭირო გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა. ერთადერთი გადაწყვეტილების საფუძველი არის, სამედიცინო ჩვენებები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)