|
2021-11-19 01:04:23, 732 ნახვა
პოლიტიკა
ექიმი ლევან ბესელია - შეიძლება გონება კვლავ დაკარგოს და გონს ვეღარ მოვიდეს
მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს ცნობიერება აქვს დაქვეითებული და სჭირდება ინტერნსიური თერაპია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი გონს ვეღარ მოვიდეს. - ამის შესახებ, ალტერნატიული კონსილიუმის წევრვრმა ექიმმა ლევან ბესელიამ, ჟურნალისტებს, გლდანის #18-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა. "იგი ცნობიერების მკვეთრი დაქვეითების პერიოდში არის ახლაც. გონზეა თუმცა პერიოდულად არ არის პაციენტი იმ ცნობიერებაზე, რომ ადეკვატურად უპასუხოს ყველა შეკითხვას. ის არის ღრმა ჰიპოვოლემიურ მდგომარეობაში, პაციენტთან გამოხატულია დიარეა საკმაოდ მძიმე ფორმით, ამ ფონზე, პაციენტთან შემცირებულია დიურეზი, რაც ნიშნავს, რომ ის ადეკვატურად ვერ შარდავს. ჰიპოვოლემიის თანხლება დიარეასთან ესაა უმძიმესი წინაპირობა, ღრმა და მძიმე ჰიპოვოლემიური შოკის განვითარების. პაციენტი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. აუცილებლად სჭირდება თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა. აუცილებელია ელექტრო ენცეფალოგრაფიული კვლევა. სჭირდება მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მოსალოდნელია არათუ გონების კარგვის ეპიზოდი, შეიძლება გონება დაკარგოს და გონს ვეღარ მოვიდეს", - აცხადებს ლევან ბესელია. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)