|
2021-11-19 00:50:43, 576 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი - პალატის შესასვლელთან სამედიცინო პერსონალის ნაცვლად ფორმიანი პირები დგანან
"პალატის შესასვლელთან სამედიცინო პერსონალის ნაცვლად ფორმიანი პირები დგანან და სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ შეუშვან შიგნით და ვინ არა"- ამის შესახებ ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს, გლდანის #18-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა. "იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ...ინფორმაციას არ ფლობენ და ჩვენს ენდორკინოლოგს ვერ უთხრეს როგორი იყო გლუკოზის დონე გუშინ, როგორია დღეს. იქ, ასე ვთქვათ, ჩანაწერები არ შეესაბამება სტანდარტებს... პალატასთან არის არასამედიცინო პერსონალი და როდესაც სამედიცინო შემოწმებაა, არ შეიძლება არასამედიცინო პერსონალმა განკარგოს, ვინ შევა და ვინ გამოვა. ჩვენ სრულყოფილი შემოწმების საშუალება არ მოგვეცა, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)