21:33 - 21 Jul, 2026
|
2015-01-06 12:15:00, 5154 ნახვა
სამართალი
შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 86 500 ლარი გამოიყო
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ბიუჯეტი 86 500 ლარია. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანი შეწყალებულ მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია იქნება. ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ასევე ფსიქოლოგიური, იურიდიული, სამედიცინო დახმარება, პროფესიული გადამზადება და სოციალური მომსახურების სერვისები შეწყალებულ მსჯავრდებულთათვის უფასო იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)