10:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 20:33:00, 524 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამი - სააკაშვილი ახლა კარგადაა,მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ

სააკაშვილი ახლა კარგად არის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. ასევე უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა.- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით,   სააკაშვილი მთელი დღის განმავლობაში სუსტად იყო.

„სააკაშვილი ახლა კარგად არის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. ასევე უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა. განსაკუთებით, უნდა აღვნიშნო დემურიშვილი. პირდაპირი მნიშვნელობით ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენთან შესახვედრად რომ შემოვიდა, მივხვდით რომ არ იყო კარგად და წამოსვლას ვაპირებდით, ზედმეტად ენერგია რომ არ დაეხარჯა ჩვენზე. დღეს ცუდად იყო დილიდანაც და ამდენი ჩასვლა -ამოსვლა, ლაპარაკი."- განაცხადა გვარამიამ.

.როგორც გვარამია აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.

"შეხვედრისას  თავი მაგიდისკენ მიჰქონდა, უჭირდა თავის დაჭერა საუბრისას. რომ გამოვდიოდით ჩვენ, გაყავდა ბადრაგს და მოწყვეტით წაიქცა. მოვიდნენ ექიმები, მე კი მომეჩვენა საუკუნედ, მაგრამ მოკლე ხანში ჩამოვიდნენ, აიყვანეს და მეც ამიყვანეს. გაუგებარი ფერი ჰქონდა. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია და კონტაქტურიცაა. რომ წაიქცა კონტაქტური არ იყო. ამჟამად ის რეანიმაციაში იმყოფება, ექიმები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. ამ ექიმების ბედიც რატომ ჩააგდეს ამ დღეში აღარ მესმის. მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომ გამოიყვანეს მდგომარეობიდან. - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics