18:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 16:56:47, 416 ნახვა

საზოგადოება
შრომის მთავარმა ინსპექტორმა და ბიზნესომბუდსმენმა სპორტულ კომპლექსებთან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია განიხილეს

ჩართულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპორტული კომპლექსებისა და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებთან, ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე,   ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა  ნინო კვეტენაძემ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ    განიხილეს მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული  წესები და კერძო სექტორს  „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში გახორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.

 „ვაგრძელებთ შეხვედრებს  ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან. დღეს  შევხვდით სპორტული კომპლექსებისა და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებს.  გავაცანით კოვიდ პასპორტებთან მიმართებით მათი ვალდებულებები.  როგორც მოგეხსენებათ, 1 დეკემბრიდან განსაზღვრულ სექტორებში მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესვლა ნებადართული. ვიმსჯელეთ  იმ  მექანიზმებზე, რომლითაც 1 დეკემბრიდან შრომის ინსპექცია, სხვადასხვა მაკონტროლებელ უწყებებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოახდენს  საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგს.“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ სხვა ბიზნეს სექტორთანაც. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics