|
2021-11-18 10:35:18, 655 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციის სამუშაოებს აგრძელებს
ეროვნული სატყეო სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციის სამუშაოებს აგრძელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის სატყეო უბანზე სამუშაოები 81 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება. უწყების ცნობით, ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს და მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის ინვენტარიზაცია 90 -ნი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებულია ინფორმაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 361 433 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის გეგმები მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის. ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს და ტყის მართვის გეგმების შემუშავებას მეტყევე სპეციალისტები, ე.წ. ტაქსატორები ახორციელებენ. უკვე მრავალი წელია, საქართველოში ტაქსატორების დეფიციტია. სწორედ ამიტომ, 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სპეციალური სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 45 ახალგაზრდა, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)