18:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 18:40:08, 620 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ღიბრაძე- დღეს რომ გაფრინდეს ადამიანი, მის QR კოდს ევროპული სკანერი 49-ვე ქვეყანაში წაიკითხავს

დღეს რომ გაფრინდეს ადამიანი, მის QR კოდს ევროპული სკანერი 49-ვე ქვეყანაში წაიკითხავს, თუმცა გამგზავრებამდე იმ ქვეყნის პროტოკოლის და პოლიტიკის გადამოწმებაა საჭირო, სადაც მიემგზავრება- ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, გორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები სხვადასხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ვაქცინაზე განსხვავებულ პოლიტიკას და პროტოკოლს იყენებენ და ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული.

„ჩვენ შევუერთდით COVID ციფრული სერტიფიკატების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ დროისთვის გაერთიანებულია 49 ქვეყანა- ევროკავშირის წევრი 27 და არაწევრი 22 ქვეყანა,  შესაბამისად, ჩვენთან გაცემული სერტიფიკატი უკვე ვალიდურია ერთიან სივრცეში და საქართველოს მოქალაქეები სრულფასოვნად ისარგებლებენ COVID სერტიფიკატით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს COVID სერტიფიკატებზე დატანილი QR კოდი უკვე ინტეგრირებულია ერთიან სისტემაში და ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ამ QR კოდს ამოწმებენ, ჩვენი QR კოდი ელექტრონულად გადამოწმდება. შეზღუდვები კი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქამდე ჰქონდათ, ავტომატურად მოეხსნებათ. დღეს რომ გაფრინდეს ადამიანი, მის QR კოდს ევროპული სკანერი წაიკითხავს 49-ვე ქვეყანაში, ოღონდ აქ არის ერთი წინაპირობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პოლიტიკას და პროტოკოლს იყენებს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ვაქცინაზე და გამგზავრებამდე ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენთაგანმა გადავამოწმოთ იმ ქვეყნის პროტოკოლი და პოლიტიკა, სადაც მივემგზავრებით იმიტომ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია აღიარებული იყოს ერთი ვაქცინა, ზოგიერთ ქვეყანაში მეორე, შესაბამისად, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ინდივიდუალურად, ანუ რომელი ვაქცინით ვართ აცრილი, ის პროტოკოლი და პოლიტიკა უნდა გადავამოწმოთ აუცილებლად. ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics