18:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 15:34:30, 538 ნახვა

საზოგადოება
სოფელ აღაიანში სასმელი წყლის მიწოდება უბნების მიხედვით დაიწყო

სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის  სამუშაოების და გამრიცხველიანების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდება უბნების მიხედვით დაიწყო. -  ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი განხორციელდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ  გამოაცხადებულ,  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“-ს მიერ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო რეზერვუარები, ჭაბურღილი, ჭაბურღილის სათავსი და შენობა,  წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი და  გამანაწილებელი ქსელი.  ასევე საქლორატორო და დარაჯის შენობა, რომლებიც   შემოიღობა.

შესრულებულ სამუშაოებზე  2 437 956 ლარია გათვალისწინებული იყო და  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  დაფინანსდა.

სოფელში წყალმომარაგების ქსელი ამორტიზირებული იყო, ნაწილი კი თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობდა.   პროექტის განხორციელება 750  ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს პრობლემა აღმოიფხვრება და სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.  მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა არსებობს, რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე კი ვცდილობთ მოვაგვაროთ  - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics