|
2021-11-17 11:04:25, 354 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა
კასპის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამმუშავებელი საწარმო შპს „უნივერსალ გრუპ ჯორჯია“ გაიხსნა. საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ გახსნეს. „სოფელ კოდისწყაროში გახსნილი ახალი საწარმო არის ძალიან კარგი მაგალითი ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, როდესაც ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების გზით მიიღება პროდუქცია“, -აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. საწარმოს მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპარტნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო. პროექტი ხელს უწყობს მეორადი საავტომობილო ზეთების, მათ შორის, ძრავის, ჰიდრავლიკისა და გადაცემათა კოლოფის ზეთების მაღალ ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესს, რომელიც არის უსაფრთხო და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელიც ინოვაციური „მოლეკულური დაშლის“ მეთოდით გადაამუშავებს მეორად ზეთებს და აწარმოებს 4 ტიპის სხვადასხვა პროდუქტს (დიზელის საწვავი, მაზუთი/ბიტუმი თხევადი ფრაქციით, მაღალ-ოქტანური ბენზინი და მეთანის გაზი). საწარმოში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. „ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ სამუშაო ადგილები. საწარმოში დასაქმდა ადგილობრივი, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მოწყვლადია. ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განახორციელოს, რომლის ფარგლებშიც გააძლიერებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)