13:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 10:45:28, 333 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ფრანგული მრავალეროვნული კომპანიის (Egis) აღმასრულებელ დირექტორს და საფრანგეთ-საქართველოს საერთაშორისო მოძრაობის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ფრანგული მრავალეროვნული კომპანიის (Egis) აღმასრულებელ დირექტორს და საფრანგეთ-საქართველოს საერთაშორისო მოძრაობის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს, ლორან ჟერმენს შეხვდა.

მხარეებმა, ფრანგული კომპანიების  მხარდაჭერით, ქვეყანაში აგრარულ მიმართულებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და გარემოსდაცვით საკითხებში ფრანგული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„საქართველოს და საფრანგეთს ძალიან ბევრი აქვთ საერთო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მათ შორისაა ტრადიციები მეღვინეობის კუთხით. ვფიქრობ, ის წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც წლებია გვაქვს საფრანგეთის სახელმწიფოსთან, უფრო მეტად განვითარდება ფრანგი ინვესტორების აქტიური ჩართულობით და კერძო სექტორის მეტი დაინტერესების შემთხვევაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე ლორან ჟერმენმა აღნიშნა, ფრანგული მხარის მიზანია, საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ბიზნესსექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები  და ფრანგული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics