19:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 10:37:29, 962 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ მეგრელიშვილი - 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მათზე უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე

დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმ 84 ადამიანზე უფრო მეტად ნერვიულობს, რომლებიც  ციხეში კანაფის მოხმარების გამო სხედან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ აქტს ახორციელებს და საკუთარ თავს მძიმე მდგომარეობაში თავისი ნებით იგდებს.

"ეს ადამიანი ხომ თავის პოლიტიკურ აქტს ახორციელებს, თავის ნებით, დამოუკიდებლად, თავისი თავისუფალი ნებით. მე შემიძლია უბრალოდ ზოგადად შევაფასო, მაგრამ, საერთოდ არ არის, ჩემი აზრით, ჩემი აზრი საინტერესო. თავისი ნებით რაღაცა მძიმე მდგომარეობაში იგდებს თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მე შეიძლება სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ, ხომ არ მომეთხოვება, რომ ამ ადამიანზე ვინერვიულო? მორალურად, ვკითხულობ, მომეთხოვება? მომეთხოვება? მაინტერესებს...

80 ადამიანი გვიკვდება კოვიდით ყოველ დღე, ჩვენს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ხომ?! კანონპროექტზე რომ გელაპარაკებით, ჩემი საქმე მაინტერესებს-მეთქი, ამ წამს 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე უფრო მეტად, მაპატიეთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics