19:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 18:21:51, 605 ნახვა

საზოგადოება
ბექა ძამაშვილი სტრასბურგის განცხადებაზე - არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის, დასტურდება იუსტიციის სამინისტროს განმარტებები

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული პრესრელიზი არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის  და ამ რელიზიდან, ფაქტობრივად, დასტურდება ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში განმარტავდა იუსტიციის სამინისტრო.

ბექა ძამაშვილის თქმით, პრესრელიზი გამოქვეყნებულია სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მესამე პირისთვის.

„დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა პრესრელიზი მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით, რომელზეც მან გადაწყვეტილება მიიღო 10 ნოემბერს. ამ რელიზიდან, ფაქტობრივად, დასტურდება ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო მთელი ამ დღეების განმავლობაში ამბობდა და განმარტავდა. კერძოდ, პრესრელიზიდანაც ძალიან მკაფიოდ იკითხება იგივე, რაც მოწერილ წერილში იყო ხაზგასმული, რომ მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა იყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ამისგან განსხვავებით ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, თავად მომჩივანს მოუწოდოს დაჟინებით, რომ შეწყვიტოს შიმშილობა; ხოლო რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ორი კვირის ვადაში, 24 ნოემბრამდე, უნდა მივაწოდოთ ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების შესახებ. შესაბამისად, ის, რაც მხარეებისთვის იყო ცნობილი და წერილობით გვეცნობა, ახლა უკვე ნებისმიერი მესამე პირისათვის არის ხელმისაწვდომი, განთავსებულია ვეროპული სასამართლოს ვებგვერდზე და ეს ინფორმაცია კიდევ უფრო ნაკლებ სივრცეს ტოვებს, თუ რაიმე სივრცე იყო დატოვებული ამ საკითხის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისთვის", – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics