19:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 14:07:37, 577 ნახვა

საზოგადოება
„თიბისიმ“ განახლებული დეველოპერების პორტალი გაუშვა

„თიბისი“ ბიზნესების და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით, ახალ ციფრულ პლატფორმას ქმნის, რომელიც აერთიანებს ყველა იმ API პროდუქტს, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს.  დეველოპერების პორტალი ციფრული ბიზნესებისთვის და ფინტექებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც უწყვეტ მხარდაჭერასა და უკუკავშირს ჰპირდება დეველოპერებს და ბიზნესებს, რომ ინტეგრაცია მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად მოხდეს.

ამ დროისთვის, პორტალზე კომპანიებისთვის ხუთი API სერვისი არის ხელმისაწვდომი: თიბისის ელექტრონული კომერციის გადახდის სისტემა, ვალუტის კურსების ფუნქციონალი და ონლაინ განვადების, იპოთეკური სესხისა და ღია ბანკინგის სერვისები. მომავალში, პორტალს კიდევ დაემატება სხვა API პროდუქტები, რაც ბიზნესს დაეხმარება განავითაროს სერვისი და უფრო მარტივი გადაწყვეტები შეთავაზოს მომხმარებლებს, მათი ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციიდან გაუსვლელად.

იმისთვის, რომ თიბისის API პროდუქტების გამოყენება კიდევ უფრო მარტივი გახდეს, თიბისის დევ-პორტალზე მუდმივად ხდება სერვისების მონიტორინგი, შემოსული საკითხების ანალიზი,  დეველოპერებისგან შემოსული უკუკავშირის გაანალიზება და შესაბამისად, ინტეგრაციის პროცესის დახვეწა.

პორტალი, ასევე, განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისათვის, რომლებიც შეძლებენ გაეცნონ დამატებით რესურსებს, ტუტურიალებს, სხვადასხვა სიახლეებს, მოუსმინონ პოდკასტებს და აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ღონისძიებები.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics